Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

პოლიტიკა
448
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, შეთავაზება გაკეთებულია და ქართული მხარე ელოდება შემხვედრ პოზიციას.

"ჩვენ მოთმინებით ველოდებით, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი. ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული, ველოდებით შემხვედრ პოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები