Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძე – ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის

პოლიტიკა
1046
Frontnews
ირაკლი კობახიძე – ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.

 

ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ქართველი  კაცის ღირსების სიმბოლოდ იქცა.

 

მჯერა, ისტორია მის გმირობას არასოდეს დაივიწყებს“, – წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები