Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძემ EPC-ის სამიტის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

პოლიტიკა
380
Frontnews
ირაკლი კობახიძემ EPC-ის სამიტის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, თემაზე  - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, დანიისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები, მონტენეგროს, ლიეტუვის, რუმინეთის პრეზიდენტები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები