Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

პოლიტიკა
80
Frontnews
ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა.

ღონისძიებაზე, სახელწოდებით - “მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებით”, ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევისა და დიპლომატიური ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენების განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დასაძლევად.

დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები