Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი 4 ივლისს გამოცხადდება

სამართალი
681
Frontnews
ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი 4 ივლისს გამოცხადდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენი 4 ივლისს გამოცხადდება.

შემდეგ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილს საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება აქვს, თუმცა, როგორც ცნობილია, ოქრუაშვილი ამით არ ისარგებლებს.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ბრალდებული არ დასწრებია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოქრუაშვილს წარსულში არსებულ ყოფით ნიადაგზე მეზობელთან დაპირისპირების ფაქტზე ბრალი წაუყენეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, რაც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები