Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ფავლენიშვილი - 28 ნოემბერს დავიცვათ არა მხოლოდ "ვარდების რევოლუციის", არამედ 9 აპრილის მონაპოვარი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება

პოლიტიკა
58
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - 28 ნოემბერს დავიცვათ არა მხოლოდ "ვარდების რევოლუციის", არამედ 9 აპრილის მონაპოვარი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება

28 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრს, მომხრეს, "ვარდების რევოლუციის" მომხრეს მოვუწოდებ, დავიცვათ არა მხოლოდ "ვარდების რევოლუციის", არამედ 9 აპრილის მონაპოვარი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, საგარეო კურსი და გავილაშქროთ კორუფციის, კრიმინალისა და რუსული გავლენის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, შეკრების ადგილი იქნება თსუ-ის კორპუსი და ავლაბრის მეტრო, რის შემდეგაც თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ.

"გილოცავთ გიორგობას და გილოცავთ დამოუკიდებლობის შემდგომ ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი დღის 23 წლის იუბილეს, ეს არის "ვარდების რევოლუცია", რომლის შემდგომაც მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად უპრეცედენტო რეფორმები ჩაატარა ამ ქვეყნის ისტორიაში და აახდინა ძალიან ბევრი თაობის ნატვრა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნასთან დაკავშირებით, წარმატებულ საგარეო კურსთან დაკავშირებით და წესრიგისა და კანონის დამყარებასთან დაკავშირებით საქართველოში. საუკუნეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ეს იყო მიუღწეველი ნატვრა ქართველი პატრიოტების. რაც შეეხება "ვარდების რევოლუციის" დროს მიმდინარე დაპირისპირებას და მთელ ამ კონტრრევოლუციას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოაწყო, ამით ხდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება, საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, მაგრამ ამ მენატლურ რევოლუციას, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცის ჭაობში მყოფი შეუმდგარი სახელმწიფო აქცია ევროპულ სახელმწიფოდ, ამას ვერაფერი უქნა ივანიშვილმა, ვერ გატეხა მენტალურად. ის ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩააბეტონოს ეს ყველაფერი და კონტრრევოლუცია, მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს ქუჩის პროტესტი და წინააღმდეგობა. გლოვის დღეების გამო გადაიდო 23 ნოემბრის აქცია, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა 28 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრს, მომხრეს, "ვარდების რევოლუციის" მომხრეს მოვუწოდებ, დავიცვათ არა მხოლოდ "ვარდების რევოლუციის", არამედ 9 აპრილის მონაპოვარი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, საგარეო კურსი და გავილაშქროთ კორუფციის, კრიმინალისა და რუსული გავლენის წინააღმდეგ. ავლაბრის მეტროსთან და თსუ-სთან იქნება შეკრება და ამის შემდეგ დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ 28 ნოემბერს ვიყოთ ბევრი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

23 ნოემბერს "ვარდების რევოლუციიდან" 23 წელი გავიდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები