Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ფავლენიშვილი - არ მიმაჩნია, რომ ზოგადად ფუნქციონირებად ალიანსზე ვსაუბრობთ

პოლიტიკა
153
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - არ მიმაჩნია, რომ ზოგადად ფუნქციონირებად ალიანსზე ვსაუბრობთ

"ნაციონალური მოძრაობისათვის“ ალიანსის წევრობა ან არა წევრობა აქტუალური არ გახლავთ, არ მიმაჩნია, რომ ზოგადად ფუნქციონირებად ალიანსზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის კონკრეტული პროცედურები საჭირო, როდესაც ალიანსის სხვა წევრებიც აღნიშნავენ, რომ ფუნქციური არ არის დღეს ის.

"ნაციონალური მოძრაობისათვის“ ალიანსის წევრობა ან არა წევრობა აქტუალური არ გახლავთ. არ მიმაჩნია, რომ ზოგადად ფუნქციონირებად ალიანსზე ვსაუბრობთ. ალიანსის სხვა წევრებიც აღნიშნავენ, რომ არ ფუნქციონირებს ის. ოფიციალურ პროცედურას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ არც არის პროცედურა საჭირო, როდესაც ალიანსის სხვა წევრებიც აღნიშნავენ, რომ ფუნქციური არ არის ის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები