ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი ფავლენიშვილი - კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის წინააღმდეგ

ავტორი
Frontnews საქართველო
მისი პოლიტიკური განცხადება არ არის გია ბარამიძის დაკავების საბაბი, არამედ საბაბია ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები არიან შეკრებილი.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური შურისძიება "ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ.
"კიდევ ერთი პოლიტიკური შურისძიება ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის წინააღმდეგ. გია ბარამიძე მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იბრძვის თავისუფალი, ძლიერი საქართველოსთვის. ის იბრძოდა იარაღით ხელში აფხაზეთში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამის შემდეგ ის მუდმივად იბრძოდა პოლიტიკურად, მათ შორის მას აქვს განხორციელებული რეფორმები, რომლითაც შეიქმნა ძლიერი ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები. მისი მიზანი ყოველთვის იყო სასარგებლო საქმე ქართული სახელმწიფოსთვის.
მისი პოლიტიკური განცხადება არ არის ბარამიძის დაკავების საბაბი. საბაბია ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია. მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის შინაარსი მას არ უგულისხმია, როგორც აღქმული იქნა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ. ამის მიუხედავად დააკავეს, რატომ? იმიტომ, რომ ბარამიძის დაკავების ბრძანება რუსულმა იმპერიამ გასცა ერთი წლის წინ, როდესაც ფაქტობრივად, მას პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მიერ, როგორც ყველაფერში, აქაც მოახდინეს დაკოპირება პუტინის, საკუთარი მბრძანებელი რეჟიმის ინსტრუქციის და რუსეთის მსგავსად, უკვე ადგილზე, საქართველოში შეუფარდეს პატიმრობა გია ბარამიძეს”,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




