Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ირაკლი ფავლენიშვილი - რამდენი ასეთი ჩვენების მოსმენა მოგვიწევს მომავალში, მოსახლეობას უკვე წარმოდგენილი აქვს

პოლიტიკა
155
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - რამდენი ასეთი ჩვენების მოსმენა მოგვიწევს მომავალში, მოსახლეობას უკვე წარმოდგენილი აქვს

საქართველოში ყვაოდა სამხედრო ინდუსტრია და ჩვენ გვქონდა თანამედროვე ქართული შეიარაღება. მათ არა თუ გააჩანაგეს ეს ყველაფერი, არამედ გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრი თანხებს ტომრებით ატარებდა მინისტრთა კაბინეტებში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასე გაიძარცვა ქართული არმია.

“დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, საბოლოოდ, თავიანთ ბნელ ზრახვებზე საუბრობენ იმიტომ, რომ ყველა ბრალდება, რომელიც არ დადასტურებულა ჩვენი მისამართით, დადასტურდა და თვითონვე აღიარეს იქამდე, სანამ ძალაუფლებას დაკარგავდნენ. ისინი საუბრობენ ჯარის ძარცვაზე. შეგახსენებთ, საქართველოში ყვაოდა სამხედრო ინდუსტრია და ჩვენ გვქონდა თანამედროვე ქართული შეიარაღება. მათ არა თუ გააჩანაგეს ეს ყველაფერი, არამედ გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრი თანხებს ტომრებით ატარებდა მინისტრთა კაბინეტებში, ასე ძარცვავდნენ ისინი ქართულ არმიას. ისინი საუბრობდნენ ელიტურ კორუფციაზე და გამოდგა, რომ სუსის უფროსი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ეს ყველა ადამიანი რუტინული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ატარებდა ამ ტომრებით ფულს და ერთმანეთს აძლევდნენ ქრთამს. ახლა ერთმანეთზე დაიწყეს ამ ჩვენებების მიცემა. რამდენი ასეთი ჩვენების მოსმენა მოგვიწევს მომავალში, მოსახლეობას უკვე წარმოდგენილი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები