ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი ფურცელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ჯანმრთელობისა და სოციალური სექტორის მდგრადობის პროგრამის კონცეფციის დოკუმენტზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სისტემაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. ამასთან, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გარემოსა და ერთიანი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი ნია გიუაშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:
ირაკლი ფურცელაძე




