ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ირაკლი ზარქუა - გვემუქრებოდნენ წალეკვით და 7000-მდე ადამიანი შეკრიბეს, ისიც 33 წუთში დაეშალათ

ავტორი
Frontnews საქართველო
იმედია ახლა მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ. ოპო-ლიდერები, რომ როცა ხარ აგენტი და უსამშობლო, მერე ის შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან! აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია მორიგი ჩავარდნა შეკრების და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.
ზარქუას თქმით, ოპოზიცია ახლა ერთმანეთს აბრალებს შეკრების მორიგ ჩავარდნას და დაფოტოშოფებული ფოტოებით ცდილობს მავანთა მოტყუებას, მაშინ, როცა მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში ნახა, თუ რამდენი შემორჩნენ ერთმანეთს, ხოლო მშვიდობასა და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველო.
“2 თვეზე მეტია აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით, განადგურებით, თავზე გადავლით და შეკრიბეს 7000-მდე ადამიანი და ისიც 33 წუთში დაეშალათ, იმედია ახლა მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ ოპო-ლიდერები, რომ როცა ხარ აგენტი და უსამშობლო, მერე ის შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან! აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია მორიგი ჩავარდნა შეკრების და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი!
მთელმა საქართველომ კი ვნახეთ პირდაპირ ეთერში თუ რამდენი შემორჩით ერთმანეთს. მშვიდობას და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველოც!“ - წერს ირაკლი ზარქუა.
თაგები:
ირაკლი ზარქუა




