ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
იუკნევიჩიენე - სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ, მხარში უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს

ავტორი
Frontnews საქართველო
რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს, მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ. ეს ძალა არაა, ეს შიშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ახლა ევროკავშირის მოქმედების დროა.
"რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს, მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ. ეს ძალა არაა, ეს შიშია.
ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უარყოფით. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არაა მომავალი. უკრაინა ჯერ კიდევ დგას და იბრძვის, სომხეთმა ასევე გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ იმედი არაა დაკარგული.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრი სახელმწიფოები არ უნდა ელოდონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. მხარში უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს”, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე




