ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ივანე აბაშიძე - ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

ავტორი
Front News საქართველო
"2026 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ივანე აბაშიძე.
მისივე განცხადებით, აღნიშნული მონაცემები საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მდგრადი ზრდისა და ნავსადგურების მზარდი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რათა საქართველომ საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს“, - აცხადებს ივანე აბაშიძე.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, ტვირთბრუნვის და ნავსადგურებში დამუშავებული გემების საერთო ტონაჟის ზრდა საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის განვითარების დინამიკას ასახავს და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
თაგები:
ივანე აბაშიძე




