Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, კიდევ ერთი არასრულწლოვანი კი ამხილეს

სამართალი
255
Frontnews
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, კიდევ ერთი არასრულწლოვანი კი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნები, ცივი იარაღით თბილისში თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო მეორე არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები