Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება

სამართალი
182
Frontnews
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზეც გაუფორმდება.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სააპელაციო სასამართლოში სხდომა 28 სექტემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ თუ სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, სასჯელები კვლავ ძალაში დარჩება.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავს ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. გადაწყვეტილების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე  3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ასევე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები