Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - საწყალმა ბავშვმა მე მითხრა ადრე, მამა ვერ ვაღწევ თავსო, თურმე ემუქრებოდნენ ოჯახს ამოგიხოცავთო

სამართალისაზოგადოება
217
Frontnews
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - საწყალმა ბავშვმა მე მითხრა ადრე, მამა ვერ ვაღწევ თავსო, თურმე ემუქრებოდნენ ოჯახს ამოგიხოცავთო

საწყალმა ბავშვმა მე მითხრა ადრე, მამა ვერ ვაღწევ თავსო, ორი-სამი დღით ადრე, თურმე ემუქრებოდნენ ოჯახს ამოგიხოცავთ, თუ სიტყვა გავიდა აქედანო, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას გიორგი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ თამარს თავი არ მოუკლავს, ის მოკლესო.

"სულ ვიძახდით, ლილუაშვილი კურირებს ამ ქოლცენტრებს, საწყალმა ბავშვმა მე მითხრა ადრე - მამა, ვერ ვაღწევ თავსო, ორი-სამი დღით ადრე. რატომ მეთქი, შვილო -  ჩვენს სამსახურს კურირებს სუსი, ლილუაშვილი და შსს-ო, გომელაური არ უხსენებია. იმიტომ ვამბობ, გომელაურს ინფორმაცია ექნება. ახლა ხომ დამტკიცდა ლილუაშვილზე ყველაფერი. ბოლო პერიოდი ძალიან ცუდ დღეში იყო, ვეკითხებოდი, რა გჭირს, შვილო-თქო... ეგეც გავიგე, რომ თურმე ემუქრებოდნენ ოჯახს ამოგიხოცავთ, თუ სიტყვა გავიდა აქედანო.

გომელაურმა არ იცის? ლადო ბაჭულაშვილი რომ იძახდა, შენი გოგო დიდ შარშია გახვეულიო, ეს ხმა კიდევ ყურებში მაქვს, ვფიცავ მაღალ ღმერთს. როგორ მეთქი? და გათიშა ტელეფონი, აღარ დამიკავშირდა. მინისტრის გარეშე არ ხდება ეგეთი რამე. 

ჩემი შვილი მთავრობამ მოკლა. ხომ იძახდნენ, ლილუაშვილი არ არის  "ქოლცენტრებშიო", ახლა ვენებს იჭრიან, ლილუაშვილი ყოფილაო. არაფერი არ გამოძიებულა ამ საქმეში. ეს ამბავი მაღალ დონეზეა.

"ვილა ალგეთთან" რომ ვიყავით, გიორგი ღარიბაშვილთან რომ მივედით, ეს კაცი ძალიან ღელავდა, მერე დამხედა და მითხრა - იცი, შენს შვილს თავი არ მოუკლავს, მოკლესო... მერე მითხრა, ღარიბაშვილი ჩემი ბიძაშვილიაო, თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ. ყველაფერი რატომ ემთხვევა ერთმანეთს?! კიდევ რომ უნდა უნდა დავშორებულიყავით, ხელი მომკიდა და მითხრა, იცოდე, ძმაო, შენი შვილი მოკლესო. შეხვედრა მინდოდა ამ კაცთან და რამდენჯერაც მივდიოდი, მანქანები ჩნდებოდნენ, თითქოს ჩასაფრებულები იყვნენ. მერე ახლობელს ვთხოვე, შემახვედრე მეთქი და კიო, მერე მეუბნებიან,  ეს კაცი (გიორგი ღარიბაშვილი) გარდაცვლილა, გულმა უმტყუნაო. აზრზე ხართ?! ეს საქმე საეჭვოა. რაღაცის თქმა უნდოდა ჩემთვის ამ კაცს.

თამარი მეუბნებოდა, ორთაჭალაში მივალ და მოვალო. მერე გავიგეთ, რომ შსს-ში, ორთაჭალაში შესულა რამდენჯერმა საშვის გარეშე.

ჩვენთვის არ დაუბრუნებიათ არც ლეპტოპი, არც "ფლეშკა", მაგარი ინფორმაციები ჰქონდა, ამას გამოძიებას ვეტყვი მერე ოღონდ კიდევ ერთ ადამიანთან ერთად, თამუნას ახლობელია ეს ადამიანი.

სიცოცხლით სავსე გოგო იყო, ზღაპარია თვითმკვლელობა, სპექტაკლია ეს სუსის", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები