ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ჯუმბერ ქათამაძე - როდესაც გამომქონდა ინფორმაცია, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა განმიცხადა, რომ ხელნაწერს ვერ გამოვიტანდი

ავტორი
Frontnews საქართველო
შევხვდი გიორგი დავითაძეს, რომელმაც მომაწოდა დეტალურად ინფორმაცია როგორც მის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და შესაბამისად, წამების შესახებ. დეტალური ინფორმაცია ჩავინიშნე და წამოსვლისას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა განმიცხადა, რომ ხელნაწერს ვერ გამოიტანო, - ამის შესახებ საიას ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზეზი აღნიშნული აკრძალვის არ განუმარტავთ.
"შევხვდი გიორგი დავითაძეს, რომელმაც მომაწოდა დეტალურად ინფორმაცია როგორც მის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და შესაბამისად, წამების შესახებ. ასევე ზოგადად მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, დეტალური ინფორმაცია ჩავინიშნე სუფთა თაბახის ფურცელზე კალმით და როდესაც გამოვდიოდი დაწესებულებიდან, როდესაც გამომქონდა აღნიშნული ინფორმაცია, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა განმიცხადა, რომ ხელნაწერს ვერ გამოიტანო.
ყველა ადვოკატი დამეთანხმება, რომ სხვა საშუალება, როდესაც მსჯავრდებული ინფორმაციას გაწვდის, სხვანაირად ინფორმაციის ჩანიშვნის საშუალება არ არსებობს, იწერ ხელით ფურცელზე, ბლოკნოტში. როდესაც ვუთხარი, მიზეზი აეხსნათ, ვერ ამიხსნეს, მან განმიცხადა, რომ აი, ასე, უბრალოდ, სულ რომ "ცა ჩამოიქცეს", როგორც ის ამბობდა, ამ დოკუმენტებს, ამ ჩანაწერებს ვერ გავიტანდი პენიტენციური დაწესებულებიდან. ეს ადამიანები არც თავიანთ სახელებს ამბობდნენ, არც თანამდებობას მიუთითებდნენ რა პოზიცია ეკავათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ერთი, რაც დანამდვილებით იცოდნენ, იყო ის, რომ ამ ჩანაწერებს ვერ გამოვიტანდი", - განაცხადა ჯუმბერ ქათამაძემ.
თაგები:
ჯუმბერ ქათამაძე




