ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
კაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, ეს ძალიან ცხადია, ვგულისხმობ, რომ არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას მხარს არ უჭერს.
"ჩვენ ვიცით და ეს იმედს გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ არჩევანს. ჩვენ იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად უფრო ღრმა დისკუსია გვექნება საქართველოსა და მისი კურსის შესახებ. არსებობს სხვადასხვა შეხედულებები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ნათლად ვაჩვენოთ - ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომ ქართველმა ხალხმა არ იფიქროს, რომ ჩვენ მათ ზურგი ვაქციეთ. მაგრამ ამავდროულად ქმედება უნდა იყოს ნათელი საქართველოს მთავრობისთვის, რომ დაუბრუნდეს დემოკრატიის კურსს.
საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, ეს ძალიან ცხადია, ვგულისხმობ, რომ არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა. განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც ვთქვი, მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატავად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა, მაგრამ, ამავდროულად, ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას“, - განაცხადა კალასმა.
თაგები:
კაია კალასი




