Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

კახა კალაძე "ფეხბურთის ოქროს კვირეულის" ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა

პოლიტიკა
240
Frontnews
კახა კალაძე "ფეხბურთის ოქროს კვირეულის" ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების - „რომასა“ და „მილანის“ ლეგენდები, ფრანჩესკო ტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.

სპეციალურად „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-ს წარმომადგენელმა ჩამოიტანა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ  და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები