ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
კახა კალაძე - სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული

ავტორი
Frontnews საქართველო
"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს დაიცავს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ ერთობლივ მიმართვას, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ.
მისი თქმით, შესაძლო სანქციების ახალ პაკეტს არანაირი ეფექტი არ ექნება.
"ეფექტი ექნება ნული. სანქციებს ჩალის ფასი აქვს. როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან, კონკრეტულ მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, რომ შანსი ნული გაქვს.
ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




