Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს

პოლიტიკა
1288
Frontnews
კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს.

 

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, კახა კუჭავა მმართველ გუნდში რჩება, თუმცა პარლამენტიდან მიდის. 

 

“კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები თავად ახსნა. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს. მან პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას ალღო კარგად აუღო და პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარე იყო“ – აცხადებს მაჭარაშვილი.

 

კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები