Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

კახა წიქარიშვილი - ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს, ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კმაყოფილები, აქციები შეწყდება

საზოგადოება
482
Frontnews
კახა წიქარიშვილი - ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს, ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კმაყოფილები, აქციები შეწყდება

ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ კმაყოფილები. ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი, ეს არის საქართველოს გამარჯვება. გაიმართება მადლობის მარში, - ამის შესახებ დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

"ჩვენი მოთხოვნა იყო წამალი ბავშვებს და ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს, პირველ რიგში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორ წამალზე. რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, კარები დარჩა ღია, ანუ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება  ეს მედიკამენტებიც, ასე რომ, ხელისუფლებას ამ ნაწილში ჩვენ ულტიმატუმს ვერ წავუყენებდით იმიტომ, რომ ჩვენთვის პირველი-ორი წამალი არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან დიდი გამარჯვება. ვიმეორებ, რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, კარები ღია რჩება და იქნება შემდგომი განხილვებისა და დისკუსიის საგანი. ეს მედიკამენტებიც ჩვენს ჩამონათვალში შედიოდა, ჩვენ ამასაც ვითხოვდით და ამ მედიკამენტებზეც მსოფლიოში უკვე არსებობს ძალიან მზარდი და გავრცელებული პრაქტიკა. ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ კმაყოფილები. ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი, ეს არის მთელი საზოგადოების ბრძოლის შედეგი და ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება.

აქციები შეწყდება, გაიმართება მადლობის მარში იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ მხარდამჭერებს, მთელ საქართველოს და ასევე ხელისუფლებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა და ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ბავშვების სიცოცხლე არის უკვე გადარჩენილი, შეიძლება ვთქვათ", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები