ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
კახეთში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად იძალადეს სამ მამაკაცზე.
"დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ძალადობაში მონაწილე პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.





