ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
კახეთში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ამოღებულია 6 კილოგრამი მცენარე "კანაფი"

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და სპეციალურად მოწყობილი სათბურის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6 კილოგრამი მცენარე „კანაფი” და სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა ზომის და წონის შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით „მარიხუანა” ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფულადი თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




