ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
კალასი - უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს იმას, რაც სურს

ავტორი
Frontnews საქართველო
პოლონეთის საზღვართან რუსეთის იერიში დასავლური სამყაროსთვის გზავნილი იყო, უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს და უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.
"პოლონეთის საზღვართან რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა დასავლური სამყაროსთვის გზავნილი იყო. საკითხავია, რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოვიქცეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, ანუ უკრაინის დამორჩილებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის, ამიტომ ჩვენ მტკიცედ უნდა დავრჩეთ ჩვენს პოზიციაზე“, – განაცხადა კაია კალასმა.
13 სექტემბერს რუსეთმა პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე იერიში მიიტანა. უკრაინის რკინიგზაში არ გამორიცხეს, რომ რუსული დრონის სამიზნე, შესაძლოა, ის მატარებელი ყოფილიყო, რომელშიც ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
თაგები:
კაია კალასი




