Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს

საზოგადოება
1676
Frontnews
ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს

ე.წ. ბორჯომის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს.

არსებული ინფორმაციით, მათ ნაწილთან უწყების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.

ბაზრობაზე დასაქმებულებმა დღეს დამწვარი ტერიტორია მოინახულეს და გადარჩენილი საქონლის ნახვა სურდათ, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, მათ ადგილზე ნივთები არ დახვდათ.

სადგურის მოედანზე არსებულ ე.წ. „ბორჯომის ბაზრობაზე“ 30 აპრილს ძლიერი ხანძარი გაჩნდა. განადგურებულია, დაახლოებით  15 000 კვადრატული მეტრი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

თაგები:

აქცია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები