ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ხატია დეკანოიძე - ირკვევა, რომ ზურაბაშვილი-გალუზინის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან თბილისში უნდა გაიმართოს

ავტორი
Frontnews საქართველო
ირკვევა, რომ ზურაბაშვილი-გალუზინის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან თბილისში უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი საკითხები გალუზინს და ზურაბაშვილს შორის ქართველი ხალხისთვის დაფარულად გადაწყდება.
"ირკვევა, რომ ზურაბაშვილი-გალუზინის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან თბილისში უნდა გაიმართოს. ეს უზარმაზარი დიპლომატიური კატასტროფაა: ოკუპანტი ქვეყნის შუაგულში, საქართველოს სახელით, ივანიშვილის ემისრის წარმოდგენა პოლიტიკური სიმბოლიზმის გარდა, რუსეთის მიერ დღის წესრიგის განსაზღვრას ნიშნავს.
რუსები და ივანიშვილი დიდი სიჩქარით მიიწევენ რუსების მოთხოვნის შესრულებისკენ, რომ ჟენევის ფორმატი ჩანაცვლდეს და როგორც ჩანს, "ოცნებას" ამ ფორმატის მკვლელობა აქვს გადაწყვეტილი. მთავარი საკითხები გალუზინს და ზურაბაშვილს შორის, ჩვენთვის - ქართველი ხალხისთვის დაფარულად გადაწყდება.
"სუვერენიტეტის დამცველ" "ქართულ ოცნებას" რუსეთი უწესებს შეხვედრის ადგილს და პირობებს. მართლა მაინტერესებს, გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში რეპრესიების იმედად? რა საკითხები წყდება საქართველოს სახელით რუსებთან?", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




