Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი
1789
Frontnews
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან მოითხოვა და  მიიღო 150 ლარი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით”, – აცადებენ საგამოძიებო სამსახურში.

თაგები:

დაკავება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები