Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

კონსტანტინე ზარნაძე – რეალურად პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია, ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით

პოლიტიკა
1228
Frontnews
კონსტანტინე ზარნაძე – რეალურად პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია, ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით

რეალურად პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

“ამ ერთ ახალ ამბავშიც მარტივად ჩანს, როგორი მავნებელია მთავარი არხი და როგორ ამუშავებს საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას ადამიანების ტვინების სამართავად. რეალურად რა მოხდა, მოხდა ის, რომ პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში.

გლდანში მაცხოვრებელი ადამიანების უკეთ ინფორმირებისთვის კომენტარებში დავდებ სურათს“, – წერს იგი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები