Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

კრამონი – აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს

პოლიტიკა
1208
Frontnews
კრამონი – აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. 

 

“აქ, როგორც ყველა დანარჩენი, იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. 

 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველა პიროვნებას აქვს ამ “უცხოური გავლენის“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. 

 

აქ იმისთვის ვარ, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს”, – განაცხადა კრამონმა.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmanqieri%2Fposts%2Fpfbid02Uib8wjcn7zAruaMFpLMZ4H99VSxUcwrtNugXqFE8TAgkecDm1oZ4sUMGGYS6LNvMl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”684″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები