Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

რეგიონები
204
Frontnews
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში,  ჭავჭავაძის გამზირი N67-ში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს.

ბიზნესოპერატორი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახდენდა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაცვის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები