Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ქუთაისში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

სამართალი
678
Frontnews
ქუთაისში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

ამ დრომდე დაუდგენელი პირი ერთ-ერთ ეზოში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი, მათგან ერთს - 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქირით ცხოვრობდა, ბრმა ტყვია მოხვდა და მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე დაიღუპა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები