Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს

საზოგადოება
48
Frontnews
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია და არ საჭიროებს დამატებით მკურნალობას.

როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, სახლში გაწერის შემდეგაც იმუშავებს მასთან ფსიქოლოგი. 

რაც შეეხება 3 წლის თაიას, ის ამ ეტაპზე კვლავ კლინიკაში რჩება.

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 5-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში 7 ადამიანი იყო მოყოლილი, მათგან ერთი - სამი წლის თაია მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. 6 ადამიანი დაიღუპა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები