Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს

სამართალი
987
Frontnews
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს. მას ამ დრომდე ეძებენ. ძებნის პროცესში ჩართულია პოლიციაც. 

 

გატაცების ამსახველი ვიდეოკადრები არსებობს, რომლის  მიხედვითაც, 23 წლის ქალი ქუჩაში ბებიასთან ერთად გადაადგილებისას რამდენიმე მამაკაცმა ძალის გამოყენებით მანქანით გაიტაცა.

 

გოგონას ოჯახის თქმით, გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანებები აქვს გატაცებულის ბებიას.

 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

 

დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თაგები:

გატაცება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები