Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი ობერვარტის ტურნირის გამარჯვებულები არიან

721
Frontnews
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი ობერვარტის ტურნირის გამარჯვებულები არიან

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) ობერვარტის ღია პირველობა მოიგო. ფინალში მან ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა. 

 

ეს ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბექაურის პირველი ტურნირი იყო. 

 

ამავე ტურნირზე, გამარჯვება მეორე ქართველმა ვლადიმერ ახალკაცმაც (81 კგ) მოიპოვა, რომელმაც ფინალში ფრანგ ნიკოლს ჩილარდს სძლია.

 

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი თუთაშვილმა  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები