ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს

ავტორი
Frontnews საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა მაღრაძე, გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობს ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს "ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“.
კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, გაეროს შტაბ-ბინაში, გაიმართება პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით კოორდინაციისა და კავშირების გაძლიერების შესახებ.
საქართველოს დელეგაცია, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაეროს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია.
კონფერენციის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები, სადაც მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.
თაგები:
ლაშა მაღრაძე




