ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ლაშა ცუცქირიძე - მოვითხოვთ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა

ავტორი
Front News საქართველო
ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს გ.მ-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენაში. ამ საფუძველზე მოვითხოვთ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, - ამის შესახებ გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მალანიას ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე პატიმრობის გაუქმებას მოითხოვს.
"მოვითხოვთ ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, ამის შემდგომი ეტაპი გახლავთ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას და მე მექნება შუამდგომლობა გამოყენებული პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით.
ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს გ.მ-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენაში. ამ საფუძველზე მოვითხოვთ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
თაგები:
ლაშა ცუცქირიძე




