ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ლატვიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ავტორი
Frontnews საქართველო
ლატვიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 100-მანდატიან სეიმში ადგილის მოსაპოვებლად 14 პოლიტიკური პარტია იბრძვის.
სეიმში მოსახვედრად აუცილებელია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. უმრავლესობისთვის კი, 51 მანდატი.
არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1.55 მილიონამდე ადამიანს აქვს.
ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნების დახურვისთანავე დაიწყება.





