Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლავროვი - მოლაპარაკებების პერიოდში პაუზას არ გამოვაცხადებთ, ევროპას სწორედ ეს სურს

უკრაინა
216
Frontnews
ლავროვი - მოლაპარაკებების პერიოდში პაუზას არ გამოვაცხადებთ, ევროპას სწორედ ეს სურს

ნებისმიერი ფორმატით მოლაპარაკებების პერიოდში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში პაუზას არ გამოვაცხადებთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ევროპას სწორედ ეს სურს, მარტივი მიზნით, რომ კიევის რეჟიმს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს და მისი გამოფიტული სამხედრო არსენალები შეავსებინოს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რათა უკრაინაში "სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევას ხელი შეუწყოს.

გაეროს უშიშროების საბჭოში განცხადების გაკეთებამდე სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რუსეთმა და უკრაინამაც გამოხატეს "ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, რაც მოიცავს მარცვლეულსა და ენერგეტიკას“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა "სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას“ და რუსეთს "იმავეს გაკეთებისკენ" მოუწოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები