ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ლევან იოსელიანი - მსჯავრდებულმა მოგვმართა 2025 წლის 26 დეკემბერს, იქ საუბარი არ იყო გაუპატიურებაზე, საუბარი იყო ხელის შარვალში ჩაყოფაზე

ავტორი
Frontnews საქართველო
ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს, პირველად ჩვენ მსჯავრდებულმა მოგვმართა 2025 წლის 26 დეკემბერს. იმავე დღეს ჩვენ შევედით პენიტენციურ დაწესებულებაში, იქ საუბარი არ იყო გაუპატიურებაზე, საუბარი იყო ხელის შარვალში ჩაყოფაზე და ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით, თითზე და გაუპატიურებაზე იმ პერიოდში არ ყოფილა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა დეტალებზე დაწყებულია გამოძიება და ის დაადგენს სიმართლეს.
"ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს, პირველად ჩვენ მსჯავრდებულმა მოგვმართა 2025 წლის 26 დეკემბერს. 26 დეკემბერს, იმავე დღეს ჩვენ შევედით პენიტენციურ დაწესებულებაში, გამოვკითხეთ მსჯავრდებული და მისი ინფორმაციის საფუძველზე უკვე მოვითხოვეთ, მის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელიც რამდენიმე დღეში შევამოწმეთ და გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა, როგორც მასთან საკანში და შემდგომ დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის კადრები, 2 დღე - 20-21 დეკემბრის. ამ პერიოდზე მიგვითითებდა ის. მან გასაუბრების დროს თქვა, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მუქარას და სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფას, არსებობს ამის სპეციალური ოქმი. ამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვეთ კადრების დაარქივება, მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით. ის ამის გარდა ასევე საუბრობდა ისეთი ტიპის სექსუალურ ქმედებაზე, მათ შორის, გინებაზე, ისეთი ტიპის სექსუალურ ქმედებაზე, რომელიც ღირსების შემლახავი იყო მისთვის. ამ საკითხებზე, რაზეც მოგვმართა, რისი საშუალების გადამოწმებაც გვქონდა, გადავამოწმეთ და იმ მოცემულ პერიოდში, რაზედაც ის მიუთითებდა, ეს არ დადასტურდა, ვიზუალურად, ხოლო რაზედაც ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებდით, მივმართეთ პროკურატურას და დაიწყო გამოძიება.
იქ საუბარი არ იყო გაუპატიურებაზე, საუბარი იყო ხელის შარვალში ჩაყოფაზე და ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით, თითზე და გაუპატიურებაზე იმ პერიოდში არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ინფორმაციით, ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. მან პროტესტის ნიშნად, 4 ოქტომბერს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლის თვალწინ, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი, კლინიკაში გადაყვანაზე კი უარი განაცხადა.
თაგები:
ლევან იოსელიანი




