Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან იოსელიანმა და ანდრიი კასინოვმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესახებ ისაუბრეს

პოლიტიკა
1149
Frontnews
ლევან იოსელიანმა და ანდრიი კასინოვმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესახებ ისაუბრეს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრიი კასიანოვს შეხვდა.

 

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა”, – აცხადებენ სახალხო დამცველის ოფისში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები