Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან მაჭავარიანი - არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია

პოლიტიკა
71
Frontnews
ლევან მაჭავარიანი - არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია

არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია - თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"მოსარჩელე მხარე ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად, თუმცა ბურთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოედანზეა, საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს - კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რა თქმა უნდა, არის, იგივე, საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი: ამათზე მოსახერხებელი ოპოზიცია, პირდაპირ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, მე არ წარმომიდგენია მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს, ყველაზე მოსახერხებელი ოპოზიციაა, თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების თვალში.

ამის დასტური იყო, როდესაც გახარიას პარტიამ და "ლელომ" გარე კარნახით მიიღეს მონაწილეობა 2025 წლის არჩევნებში, "ლელოს" გაუნახევრდა ამომრჩევლის რაოდენობა და გახარიას გაუმესამედდა, 1 წლის ჭრილში გეუბნებით, 2024 წელთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შიდა კონკურენციაც კი არ ყოფილიყო, გაუნახევრდა და გაუმესამედდა. რატომ მოხდა ეს ერთ წელიწადში? ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები არიან ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში - ისინი არიან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილი, თავიდან ბოლომდე ყველა ეს პარტია იმართება ერთი ვერტიკალით. შესაბამისად, ამაზე მოსახერხებელი, სუბიექტურად რომ ვთქვათ და პრაგმატულად, ამაზე მოსახერხებელი ოპოზიცია ვერ გეყოლება, ვინაიდან, რამდენი არჩევნებიც იქნება, იმდენ არჩევნებს მოვუგებთ, ძალიან დიდი ანგარიშით, ვინაიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და მხოლოდ იმით არ ვხელმძღვანელობთ, რომ მათი არსებობა ჩვენთვის მოსახერხებელია.

ამათ აქვთ უკვე მიცემული პოლიტიკური შეფასება ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუმცა აუცილებლად უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: აგენტურული პარტიები არ უნდა არსებობდნენ ოპოზიციურ ველზე, გარედან მართული პარტიები, რომლებიც მხოლოდ ემსახურებიან უცხოელების დღის წესრიგს, მხოლოდ იმით გამოდიან, თუ რით დატოვონ თავიანთი უცხო პატრონები კმაყოფილი, ასეთი ძალები არ უნდა არსებობდნენ და როდესაც ასეთი ძალები არ იარსებებენ, მაშინ მიეცემათ უკვე ძალიან დიდი მოტივაცია ახალგაზრდებს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები