ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ლევან მაჭავარიანი - ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნებოდა, თუ მას მთლიანად დავუთმობდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ევროკავშირის საქართველოს ისეთი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, რომლითაც ქვეყანა ეროვნულ თავმოყვარეობას კარგავს.
"გეტყვით, რა უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ბრიუსელთან იდეალური ურთიერთობა გვქონოდა და არ დაწყებულიყო შანტაჟი, წნეხი, დეზინფორმაციის გავრცელება: ხმამაღლა უნდა გველანძღა რუსეთი, დაგვეწესებინა რუსეთისთვის სანქციები, გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური თანხმობით და უნდა გადაგვეცა ჩვენი შეიარაღება უკრაინისთვის. ამ შემთხვევაში, გარანტირებულად, გვექნებოდა იდეალური ურთიერთობები ბრიუსელთან.
მაგრამ, ახლა ვკითხოთ ქართველ ხალხს: სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ეს ჩვენი მხრიდან თუ არა? რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევდა ესკალაციას რუსეთთან. შესაბამისად, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება.
შანტაჟისა და წნეხის მიუხედავად, ერთადერთი პრაგმატული, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება რაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო "ქართულმა ოცნებამ". საქმით დავამტკიცეთ, რომ უკან ვერავინ დაგვახევინებს, რათა დავიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
მეორე საკითხია - რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბრიუსელთან აღდგეს მეგობრული და თბილი ურთიერთობა:
პირველი, მთლიანად უნდა დავუთმოთ სუვერენიტეტი ბრიუსელს - ისინი ითხოვენ, რომ მოსამართლეები დანიშნონ უცხოეთიდან. ითხოვენ, რომ მათ მიერ დაფინანსებულმა NGO-ორგანიზაციებმა ყველა შტოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. ითხოვენ, ცესკოს სუვერენიტეტი თავიდან ბოლომდე გადავულოცოთ აგენტურულ ოპოზიციას.
ამის შემდეგ, ჩვენ უნდა დავაჯეროთ ჩვენი თავი და ქართველი ხალხი იმაში, რომ აქციები, რაც დაგვიორგანიზეს ბრიუსელიდან, იყო მშვიდობიანი. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი არ ჩადიოდა დანაშაულს და ეს ადამიანები, როგორც გვიწერენ, არიან თვითნებურად დაკავებულები და პოლიტიკური დევნილები.
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით 2024 წელს პარლამენტზე, პოლიციაზე შტურმს, ხოლო 2025 წელს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს. ჩვენი თავი და საზოგადოება უნდა დავაჯეროთ, რომ ეს ასე არ ყოფილა და, თურმე, პარალელურ რეალობაში ვცხოვრობდით.
ასევე, ჩვენი თავი და ჩვენი საზოგადოება უნდა დავაჯეროთ, რომ საქართველო შავ ზღვას არ ესაზღვრება და ჩვენ შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა არ ვართ.
ამასთან ერთად, უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს, უნდა გავიწვიოთ ანტი LGBT კანონი და ხელი უნდა შევუწყოთ LGBT პროპაგანდას, დავაჯეროთ ჩვენი თავი და საზოგადოება, რომ ორ სქესსზე მეტი სქესი არსებობს და კაცი გადაკეთება ქალად და - პირიქით.
ამასთან, ჩვენ უნდა გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და ისევ შავი ფული უნდა ატრიალონ ნინო ლომჯარიასთან და ეკა გიგაურთან. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აღვადგინოთ ბრიუსელთან.
ვეკითხები საქართველოს მოქალაქეს - გვაწყობს ამ ყველაფრის გაკეთება?! ეს ანადგურებს ეროვნულ ინტერესებს, ეს ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვკარგავთ ეროვნულ თავმოყვარეობას, თუ ეს სისულელეები უნდა დავიჯეროთ და დავაჯეროთ ჩვენი ხალხი. შესაბამისად, ეს არის ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ და არ გადავდგამთ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




