Logo

ლევან მაჭავარიანი - ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის უმარტივესია გასარჩევად, ვინ გააკეთა რუსული საქმე

პოლიტიკა
226
ლევან მაჭავარიანი - ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის უმარტივესია გასარჩევად, ვინ გააკეთა რუსული საქმე

რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის - ომამდე, სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები, ომის დროს არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

"რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის?!
ომამდე:
* 2006 წელს ცხინვალში პარალელურად ჩაატარა ალტერნატიული არჩევნები და ამით სეპარატისტული რეჟიმის არჩევნებს მისცა ლეგიტიმაცია;
* სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები;
* ამ საზღვრებში შეიყვანა ახალგორი;
* კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი;
* გააუქმა ღალატის მუხლი;
* სახლში გაუშვა ძველი, გამოცდილი სამხედროები.
ომის დროს:
* არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;
* პოლიტიკოსებს მიაღებინა სამხედრო გადაწყვეტილებები;
* პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას;
* ხოხვით გაიქცა ბრძოლის ველიდან;
* გვაზეიმა წაგებული ომი.
ომის შემდეგ:
* პასეს რეზოლუციაზე ხელის მოწერით ჩვენს სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ომის დანაშაულების ჩადენა;
* ხელი მოაწერა ტალიავინის დასკვნას, სადაც წერია, რომ ჩვენ შევუქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთს სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად;
* გადამალა და სტრასბურგში არ წარადგინა რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის გამოყენების მტკიცებულებები;
* ომიდან რამდენიმე წელში შეცვალა ომის დაწყების თარიღი;
* ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა;
* სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტს გადაუფორმა;
* გადამწყვეტი ხმა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებლად.

რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთისთვის?!

მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში;
დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის:
90-იან წლებში;
2008 წლის ომის დროს;
განგრძობითად, ოკუპაციის ფარგლებში.
სამართლებრივ დოკუმენტებში დადასტურებულია:
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა;
რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი;
დევნილების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების უფლება.
რუსეთს დაკისრებული აქვს 465 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება;

ჰააგის სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ.

პ.ს.: გაქარწყლებულია ყველა კითხვა ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ ომის დანაშაულების ჩადენაზე.

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის უმარტივესია გასარჩევად, ვინ გააკეთა რუსული საქმე და გაზარდა რუსეთის გავლენა საქართველოში.

ვისაც გიჭირთ გარჩევა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ," - წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები