ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ლევან მაჭავარიანი - უკიდურესად "ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ამორალურია თქვენი მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

ავტორი
Frontnews საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, სააკაშვილის მრჩეველი, ბოკერიას მოადგილე იყავით. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ამორალურია თქვენი მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილთან დაკავშირებით წერს.
"ქალბატონო თამარ, არ არის საჭირო პირის ღრუს დაბინძურება, შეგიძლიათ, უფრო კორექტულად ჩამოაყალიბოთ ხოლმე თქვენი აზრი.
მსურს, საზოგადოებას შევახსენო თქვენი ბიოგრაფია:
* „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი;
* „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი;
* „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე.
ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება“, - წერს მაჭავარიანი.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




