Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან რატიანი - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე და 12–14 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენციას ვმართავ

საზოგადოება
159
Frontnews
ლევან რატიანი - რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე და 12–14 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენციას ვმართავ

“მსურს, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი პროფესიული სიახლე – რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე და 12–14 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენციას ვმართავ”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანმა განმარტა, ღონისძიება ინტენსიურ მედიცინას ეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი პროფესორები და სპეციალისტები.

“კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბება და საქართველოში ინტენსიური მედიცინისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში წვლილის შეტანა.

ამ ინიციატივის წარმატებისთვის თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საჭიროების შემთხვევაში, სიამოვნებით მოგაწვდით კონფერენციის პროგრამასა და მონაწილეების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა რატიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები