ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ლევან სანიკიძე - ხომ აკადრა მამაჩემს, 100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილსო? ვხედავ ვინ არის გაფარჩაკებული და საცოდავი

ავტორი
Front News საქართველო
2023 წლის 24 მარტს ხომ აკადრა მამაჩემს, 100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილსო? საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხომ დაავალა ფიზიკური ანგარიშსწორება? ვხედავ ვინ არის „გაფარჩაკებული და საცოდავი“, მაღალია უფლის განგება. ხოდა, ჩემო ირაკლი, ზუსტად ის ხალხი წაგესია ახლა შენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ირაკლი ღარიბაშვილს არა სამართლიანი სასამართლო, არამედ პატრონი სჯის.
"ირაკლი ღარიბაშვილი - კლასიკური, სტანდარტული „ქოცი“, რომელიც ჩემთვის ივანიშვილზე ბევრად უარესი პერსონაჟია. დიდ გულზე იყო მაშინ, როცა პრემიერის სავარძელში იჯდა, როცა ძალოვან უწყებებს მართავდა, როცა ივანიშვილის მთავარ ვეზირად ითვლებოდა, როცა არასრულწლოვნებს აშინებდა. ახლა თვითონაა შეშინებული, ისტერიკაშია, აღარ იცის, რით უშველოს თავს, მაგრამ რას ვიზამთ - ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ასეთია მონის ხვედრი.
2023 წლის 24 მარტს ხომ აკადრა მამაჩემს, 100 ათას დოლარად მიეყიდე სააკაშვილსო? საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხომ დაავალა ფიზიკური ანგარიშსწორება?
ვხედავ ვინ არის „გაფარჩაკებული და საცოდავი“, მაღალია უფლის განგება. ხოდა, ჩემო ირაკლი, ზუსტად ის ხალხი წაგესია ახლა შენ.
ისე, იმ მწარედ დაგინებულზე ისევ შეწერილი გაქვს, სასამართლოშიც დაიმალე, მაგრამ წაქცეულ კაცს წიხლს აღარ მიგაყოლებ.
ერთადერთი, გული რაზეც მწყდება არის ის, რომ დანაშაულისთვის და სამშობლოს ძარცვისთვის არა სამართლიანი სასამართლო, არამედ პატრონი გსჯის.
კაცი, რომელიც იჩემებდი, საქართველოს მოვუტანე მშვიდობაო, საკუთარი ოჯახისთვისაც ვერ მოახერხე ეს. რაც ხდება, აბსოლუტურად კანონზომიერია - მშიშარა არსებისგან სპარტაკი არ გამოიძერწება“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე




