Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან სანიკიძე – მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაინც უმძიმესი იქნება მათი ხილვა მოსკოვში, წითელ მოედანზე

პოლიტიკა
677
Frontnews
ლევან სანიკიძე – მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაინც უმძიმესი იქნება მათი ხილვა მოსკოვში, წითელ მოედანზე

საინტერესოა რატომ ნერვიულობს ბატონი პაპუაშვილი ვინ ჩავა და ვინ დაესწრება პუტინის სისხლიან პარადს, ეს მისი საქმე რატომ არის? მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაინც უმძიმესი იქნება მათი ხილვა მოსკოვში, წითელ მოედანზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

“ჩვენ და პირადად მე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავავრცელე ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული, რომ ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც თავს ასაღებს პრეზიდენტად, დაესწროს წითელ მოედანზე პუტინის მიერ ჩატარებულ სისხლიან აღლუმს. საინტერესოა რატომ ნერვიულობს ბატონი პაპუაშვილი ვინ ჩავა და ვინ დაესწრება პუტინის სისხლიან პარადს, ეს მისი საქმე რატომ არის?

“ოცნება” ყოველდღე ტესტავს ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას 9 აპრილზე საუბრით, რომ თითქოს უკრაინელებმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოაწყვეს, გიორგი ანწუხელიძეზე საუბრით, რომ ის პიარს შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაინც უმძიმესი იქნება მათი ხილვა მოსკოვში, წითელ მოედანზე”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები