Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან სანიკიძე - სამარცხვინო სანახავია, რაც დაგვემართა, უკლებლივ ყველა ზემოდან გვიყურებს, ოღონდ ეს მათი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია

პოლიტიკა
182
Frontnews
ლევან სანიკიძე - სამარცხვინო სანახავია, რაც დაგვემართა, უკლებლივ ყველა ზემოდან გვიყურებს, ოღონდ ეს მათი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია

ჯერ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეროვნული თავმოყვარეობა და ქართველების ქვეყნიდან გამსახლებელი ჭორვილელი ბატონი ჩამოვაცილოთ ამ ქვეყნის საჭე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სახელმწიფოსთვის ანგარიშის გაწევა.

"სამარცხვინო სანახავია, რაც დაგვემართა. უკლებლივ ყველა ზემოდან გვიყურებს. ოღონდ ეს მათი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია. მიზეზი ივანიშვილია, შედეგიც ლოგიკურია.

ჯერ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეროვნული თავმოყვარეობა და ქართველების ქვეყნიდან გამსახლებელი, გელათის მგრეველი და ახალგაზრდების მომავლის წამრთმევი ჭორვილელი ბატონი ჩამოვაცილოთ ამ ქვეყნის საჭეს და მერე მოვთხოვოთ სხვას ჩვენი სახელმწიფოსთვის ანგარიშის გაწევა.

ასე უფრო სამართლიანია“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

26 ნოემბერს, ბათუმში, უეფას ევროპალიგის მატჩზე თურქული „ბეშიქთაში“ ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ დაუპირისპირდა. მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, შსს-მ სამი დაშავებული პოლიციელის და 16 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები