Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ლევან ჟორჟოლიანი - დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები

პოლიტიკა
107
Frontnews
ლევან ჟორჟოლიანი - დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, -  ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა.

როგორ მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები.

"ასევე, ის მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზე დისკუსიებში. დღეს ის მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. მას ასევე ექნება საშუალება, მიმართოს სამიტის მონაწილეებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები